ახალი ამბებირეკლამა

პლატფორმის ეკონომიკა: ყველაფერი მომავლის ეკონომის შესახებ

13 ივნისი, 2022 • 691
პლატფორმის ეკონომიკა: ყველაფერი მომავლის ეკონომის შესახებ

პლატფორმის ეკონომიკა, იგივე გიგეკონომიკა, არის ტერმინი, რომელიც მოიცავს ისეთ საქმიანობას, რომელსაცდამოუკიდებელი კონტრაქტორებიასრულებენ.

უფრო გასაგები რომ იყოსეს ადამიანები, შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, ციფრული პლატფორმის საშუალებით, იქნება ეს ვებ გვერდი, თუ აპლიკაცია, უკავშირდებიან პოტენციურ მომხმარებლებს. მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი მაგალითებია: Uber, Glovo, Wolt და ნებისმიერი სხვა სერვისი, რომელიც მიტანას, გადაადგილებას ან თუნდაც დალაგებას, ციფრული პლატფორმის მეშვეობით გთავაზობთ.

 

პრობლემა თუ გამოწვევა?

ესაა სამსახურის თავისუფალი და მოქნილი ალტერნატივა, რომელიც მთლიანად დასაქმებულზეა ორიენტირებული. გიგეკონომიკაში დასაქმებული ადამიანები, სარგებლობენკონტრაქტორისწოდებით და ერთი შეხედვით, მათ ნაკლები ვალდებულებებიც გააჩნიათ. როგორც წესი, გიგეკონომიკა, დასაქმებულებისთვის წარმოადგენს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს და ამიტომაც, აუცილებელია მათთვის შესაბამისი შრომითი პირობების შეთავაზება. 

სწორედ ამ ნაწილში ჩნდება გაურკვევლობა, რომელიც გიგეკონომიკის წარმომადგენლებისთვის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვისაც, გამოწვევას წარმოადგენს. დასაქმებულთა უმეტესობას არ გააჩნია ძირითადი, რეგულარული შრომითი უფლებები და შესაბამისად, ვერ ხერხდება მათი დაცვა. მთავარი პრობლემები კი, ძირითადად მოიცავს სახიფათო სამუშაო პირობებს, დაბალი შემოსავალსა და ორგანიზაციულ ბარიერებს.

აქტუალური კითხვები

როგორ ხდება ამ ტიპის სამუშაოს კლასიფიკაცია და დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვა? რა პასუხისმგებლობა აქვთ დასაქმებულების მომხმარებლისა და დამსაქმებლების წინაშე? და პირიქით, რა ვალდებულება აქვთ დამსაქმებლებსთავისუფალი კონტრაქტორებისწინაშე? ეხებათ თუ არა მათ ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები, რაც კომპანიის რეგულარული თანამშრომელბისთვისაა ხელმისაწვდომი

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში ამ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს და თანაც, მზარდია, ეს კითხვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. ზრდის ტენდენციის პარალელურად, კომპანიებმა უკვე დაიწყეს არსებულ პრობლემებზე საუბარი და რაც მთავარია, გადაჭრის გზების ძიება

ახალი სტანდარტი 

გასული წლის დასაწყისში, წამყვანმა ევროპულმა კომპანიებმა, აქტიური საუბარი დაიწყეს პლატფორმის ეკონომიკის შრომითი ბაზრის გაუმჯობესებასა და ახალი სტანდარტის შექმნაზე, რომელიც ეფუძნება ისეთ პრინციპებს, რომელიც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაა აქტუალური: სამუშაო გრაფიკისა და საათების რეგულირება; ანაზღაურების შესაბამისობა; სადაზღვეო პაკეტი; სოციალური შეღავათები და რაც მთავარიაშესაძლებლობები

რა ხდება ახლა?

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ქართულ ბაზარზე კარგად ცნობილი კომპანია Glovo, პლატფორმის ეკონომიკის მოთამაშეა. კომპანიამ გასულ წელს ახალი ინიციატივა, „კურიერებისთვისდაანონსა. ესაა კომპანიის ვალდებულება, გაზარდოს დასაქმებულთათვის სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა და შესთავაზოს სხვადასხვა შეღავათი, განურჩევლად კომპანიაში დასაქმების თუ სამუშაო სტატუსისაეს ინიციატივა ადგენს ახალ სტანდარტებს, რომელიც მოიცავს სამართლიან საათობრივ ანაზღაურებას, დამატებით სადაზღვევო სარგებელს და ტრენინგზე ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოებას და უფასო სასწავლო კურსებსაღსანიშნავია, რომ საქართველო ერთერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ეს ინიციატივა ამოქმედდა.

გლოვოში მუშაობა

 

შედეგად, პროგრამის დაანონსებიდან დღემდე, კურიერებმა გაიარეს საგზაო უსაფრთხოების კურსები, პირველადი დახმარების ტრენინგები და პროფესიული კურსები. ასევე, ისინი სარგებლობენ დამატებითი შეღავათებითაც, რაც მოიცავს 

ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში, ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას და გასაჩივრების შესაძლებლობას, G-სწავლებას, დეკრეტულ, მამობისა და ავადმყოფობის შვებულებას

რა იქნება მომავალში

გასულ წლებში, პლატფორმის ეკონომიკის განვითარების პარალელურად, რიგი პრობლემები და გამოწვევები ხილული გახდა. ხოლო კომპანიებს, მათი აღიარება მოუწიათ. მომავალში, როგორც ჩანს, ეკონომიკის ამ სექტორის პოპულარობა არ დაიკლებს – ვარაუდობენ, რომ მეტი და მეტი ადამიანი აირჩევს თავისუფალ, მოქნილ სამუშაო გრაფიკს. სწორედ ამიტომ, კომპანიების მიერ შემოთავაზებული პრობლემების გადაჭრის მათი მეთოდები, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. როგორც უკვე ვისაუბრეთ, ქართული ბაზარიც მსოფლიოს შესაბამისად იცვლება და ვითარდება, ამიტომ პლატფორმის ეკონომიკის სტანდარტის გაუმჯობესება, ქვეყნისთვის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი