ახალი ამბები

კარგია კიევში დაბრუნება – ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინაში ისევ ჩავიდა

11 ივნისი, 2022 • 1109
კარგია კიევში დაბრუნება – ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინაში ისევ ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ისევ ჩავიდა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ტვიტერზე წერს, „კარგია კიევში დაბრუნება“.

ლაიენის თქმით, კიევში იმყოფება, რათა გააგრძელოს დისკუსიები უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის მცდელობებსა და ევროკავშირის გზაზე უკრაინის წინ წაწევის პროცესზე.

„უკრაინა სოლიდური საპარლამენტო დემოკრატია, უკვე კარგ გზაზე იყო, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა. ეს ომი უზარმაზარი სტრესული ტესტია და მთელი ქვეყანა ძლიერდება. იგივე სულისკვეთებაა საჭირო ქვეყნის რეფორმისა და მოდერნიზაციისთვის.  ევროპა აქ არის თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ეს ევროკომისიის პრეზიდენტის მეორე ვიზიტია უკრაინაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში პირველი ვიზიტისას, 8 აპრილს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევრკომისიის კითხვარი გადასცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი