ახალი ამბები

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის EU კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

8 ივნისი, 2022 • 671
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის EU კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს. 8 ივნისის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის 438 დეპუტატმა აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 65-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 94-მა კი თავი შეიკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა ევროკავშირის საბჭოს მისცა რეკომენდაცია, რომ უკრაინას ევროკავშირის სტატუსი მიენიჭოს, “როგორც მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინის ხალხთან სოლიდარობისა“.

ამასთან, ევროპარლამენტმა გასცა რეკომენდაცია, რომ “გაჭიანურების გარეშე” მიაწოდოს იარაღი უკრაინას ქვეყნის “მმართველების მოთხოვნის შესაბამისად”, კერძოდ კი, “მსოფლიო მხარდაჭერის ევროპული ინსტრუმენტის გამოყენებით და ცენტრთან კოორდინაციით, ასევე, ევროკავშირის სახელმწიფოებსა და უკრაინას შორის ორმხრივი შეთანხმებით”. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამ ინსტრუმენტის ფარგლებში კიევისთვის იარაღის მიწოდებისთვის ევროკავშირმა უკვე გამოყო 2 მილიარდი ევრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი