ახალი ამბები

კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის

8 ივნისი, 2022 •
კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი ინიშნება.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის 31 დელეგაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა დაასახელა. ისინი ოფიციალურად დაინიშნებიან მასპინძელი ქვეყნებიდან შესაბამისი შეთანხმებების მიღების შემდეგ. ევროკავშირის წარმომადგენლობის მოქმედ ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ის საქართველოს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დატოვებს, ხოლო ახალი ელჩი უფლებამოსილების შესრულებას სექტემბრიდან შეუდგება.

პაველ ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მმართველი დირექტორი თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში. EEAS-მდე იყო პოლონეთის წარმომადგენელი პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC). რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქვს ვარშავის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. სწავლობდა პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი