ახალი ამბები

ბერლინში ავტომობილი ხალხში შევარდა, გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ადამიანი

8 ივნისი, 2022 • 1002
ბერლინში ავტომობილი ხალხში შევარდა, გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ადამიანი

გერმანიაში, ბერლინში ავტომანქანა დაეჯახა ბულვარში მყოფ ხალხს, რის შედეგადაც დაშავდა სულ მცირე 30 ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ბერლინის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინციდენტი გერმანიის დედაქალაქის დასავლეთით, პოპულარულ სავაჭრო ბულვართან მოხდა. მისი თქმით, დაკავებულია ეჭვმიტანილი მძღოლი.

პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია, განზრახ შევარდა თუ არა მძღოლი ხალხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი