ახალი ამბები

გორში ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები იქმნება

6 ივნისი, 2022 • 1246
გორში ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები იქმნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარეების, ტანასა და თეძამის ხეობებში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება.

„ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის ხეობებში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, ტანას აღკვეთილისა (საერთო ფართობია 10 986 ჰექტარი) და ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის (საერთო ფართობია 21
864 ჰექტარი) დაარსებას.

ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, დაცულ ტერიტორიაზე დაიცავენ უნიკალურ ეკოსისტემებს, შეინარჩუნებენ ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებს, მოხდება ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეკრეაციული პოტენციალის ათვისება.

მასალების გადაბეჭდვის წესი