ახალი ამბები

ლიეტუვის ელჩი: ვგმობ საქართველოში დიპლომატიური კორპუსის აშკარა შეურაცხყოფას

6 ივნისი, 2022 • 2355
ლიეტუვის ელჩი: ვგმობ საქართველოში დიპლომატიური კორპუსის აშკარა შეურაცხყოფას

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდა ეხმაურება დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გამართულ აქციას, რომელზეც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი დააკავა:

„მინდა გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და დავგმო აშკარა შეურაცხყოფა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის ჩემი კოლეგა წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს საქართველოში და ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – ამბობს ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.

გურამ ფალავანდიშვილი და სხვები აქციას მართავდნენ EU-ს საელჩოსთან ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის პლაკატებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გულისხმობს.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი