ახალი ამბებიკომენტარი

ევროკავშირის გადაწყვეტილება მიიღება პარიზში, ბერლინში, რომში

3 ივნისი, 2022 • 5887
ევროკავშირის გადაწყვეტილება მიიღება პარიზში, ბერლინში, რომში

ავტორი: არჩილ იაკობაშვილიეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიანულდემოკრატიული კავშირის წევრი

არ წყდება კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტის და ევროკომისიის ოფისებში ბრიუსელსა და სტრასბურგში.

ევროპარლამენტის, აგრეთვე ცალკეული ევროპული პარტიების (ეპპ, პეს, ალდე, მწვანეები, ეკრ) რეზოლუციები არის სარეკომენდაციო ხასიათის.

ევროკომისიის დასკვნა საქართველოს მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე არის სამუშაო ხასიათის.

გადაწყვეტილება მიიღება დედაქალაქებში – უპირველესად, პარიზში (თან საფრანგეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა), ბერლინსა და რომში, სადაც კანდიდატობის სტატუსის მაძიებელს თანამდგომი და მხარდამჭერი (ე.ი. პატრონი , რეკომენდატორი) სჭირდება საშუალო ზომის, როგორც მინიმუმ, ერთ-ერთი ევროკავშირის ქვეყნისგან.

ევროპის დედაქალაქები საკუთარი პოზიციის შემუშავებისთვის ხელმძღვანელობენ კანდიდატობის მაძიებელ ქვეყანაში საკუთარი საელჩოებიდან მიღებული ინფორმაციებით, აგრეთვე ამოწმებენ ამ ინფორმაციების თავსებადობას ევროკომისიის დასკვნასთან.

სამწუხაროდ, უპირობოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ალბათობა საქართველოსთვის არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე ომში მყოფი უკრაინისთვის და პატრონის მქონე მოლდოვისთვის.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის (თუნდაც დათქმებით) მოსაპოვებლად აუცილებელი წინაპირობებია :

  1. რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება;
  2. მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან განთავისუფლება — უპირობოდ განთავისუფლება და არა უბრალოდ სასჯელის გადავადება და სამკურნალოდ გაშვება;
  3. მედიამენეჯერის პატიმრობიდან გათავისუფლება.

ფოტოზე: რომის ხელშეკრულების ხელმოწერა 1957 წელს, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი