ახალი ამბები

სანდუ: ნეიტრალიტეტი მოლდოვას ვერ იცავს

3 ივნისი, 2022 • 1212
სანდუ: ნეიტრალიტეტი მოლდოვას ვერ იცავს

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინის ომის პარალელურად, კიშინოვის მიერ კონსიტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ქვეყანას ვერ იცავს.

მან ეს განცხადება ბრატისლავაში გამართულ ფორუმზე „Globsec2022-ზე“ გააკეთა.

შეკითხვაზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, რამდენად მდგრადია მოლდოვის ნეიტრალიტეტი, სანდუმ უპასუხა, რომ ამ ნეიტრალიტეტს თავად რუსეთი არ სცემს პატივს.

„მოლდოვის საკონსტიტუციო ნეიტრალიტეტს რუსეთი არ სცემს პატივს, რადგან აქ უკანონოდაა განთავსებული რუსული ძალები.

ამიტომ არ მჯერა, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს“, – განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ სჯერა, რომ ნეიტრალურობა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს იმ რისკებს, რაც ამჟამად მოლდოვისთვის უსაფრთხოების კუთხით არსებობს.

ფორუმში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი