3 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალიდან, 4 ივნისიდან იმოქმედებს, ლარი აშშ დოლართან 3.69 თეთრით გამყარდა. შესაბამისად, ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9707 ლარი იქნება.
3 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარი ევროსთანაც გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 3.1890 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2163 ლარი იყო. შესაბამისად, კურსთა შორის ცვლილებამ 2.73 თეთრი შეადგინა.