ახალი ამბები

ზელენსკის არასდროს გამოუთქვამს სურვილი, საქართველოს პარლამენტს ჩართვოდა — პაპუაშვილი

3 ივნისი, 2022 • 885
ზელენსკის არასდროს გამოუთქვამს სურვილი, საქართველოს პარლამენტს ჩართვოდა — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს არასდროს გამოუთქვამს სურვილი, საქართველოს პარლამენტს ჩართვოდა.

ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 2 ივნისს გახმიანებულ განცხადებას, რომ “ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში”.

“რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას, მთელი საკითხი იმაშია, რომ მე მგონი, ყველას დაავიწყდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი, პარლამენტს ჩართვოდა.

თუ ყველას კარგად გახსოვთ, ეს გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა. ასე რომ, მე არ ვიცი, საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული”, — დასძინა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი არაერთი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს ჩაერთო.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, საქართველო ევროპული ქვეყნების იმ უმცირესობაშია, რომლის პარლამენტისთვისაც უკრაინის პრეზიდენტს არ მიუმართავს მიმდინარე ომის პერიოდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი