ახალი ამბები

“ერთად ევროპისკენ” – 5 ივნისს თბილისში აქცია გაიმართება

3 ივნისი, 2022 • 1196
“ერთად ევროპისკენ” – 5 ივნისს თბილისში აქცია გაიმართება

მოქალაქეების ორგანიზებით, 5 ივნისს, 19 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება აქცია “ერთად ევროპისკენ”. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ საქართველო “ევროპულ ოჯახს” უნდა შეუერთდეს.

სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები დღეს, 3 მაისს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც 5 ივნისს დაგეგმილი აქცია დააანონსეს.

“ვიწვევთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია. ვიწვევთ პოლიტიკოსებს და პარტიებს გაცხადებული ევროპული კურსით! ვიწვევთ საჯარო სექტორს და საჯარო პირებს! ვიწვევთ ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით!”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გახმიანებულ ტექსტში.

დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეები ევროკავშირის დროშას მიიტანენ და სიმბოლურად მოაწერენ ხელს, რომელსაც მოგვიანებით ბრიუსელში გაგზავნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი