ახალი ამბები

EU-ს ყველა დიდი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის კანდიდატის სტატუსს, გარდა იტალიისა – დრაგი

31 მაისი, 2022 • 2879
EU-ს ყველა დიდი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის კანდიდატის სტატუსს, გარდა იტალიისა – დრაგი

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ იტალიის გარდა, უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის  მინიჭებას ევროკავშირის ყველა დიდი სახელმწიფო ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას Європейська правда იტალიურ გამოცემა Ansa-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება ევროკავშირის თითქმის ყველა დიდი სახელმწიფო,  მე ვიტყოდი ყველა, იტალიის გარდა“, – განაცხადა დრაგიმ.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ამ ქვეყნების წინააღმდეგობის გამო ამჟამად არაპროგნოზირებადია.

„მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული უკრაინის სწრაფი მოძრაობა ევროკავშირისკენ და მეჩვენება, რომ ევროკომისია ასევე ეთანხმება ამ თვალსაზრისს“, – დასძინა დრაგიმ.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე  ოფიციალური განაცხადი გააკეთეს. ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელიან, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი