ახალი ამბები

რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის ქიმიურ ქარხნაზე საჰაერო იერეში მიიტანეს

31 მაისი, 2022 •
რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის ქიმიურ ქარხნაზე საჰაერო იერეში მიიტანეს

რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის ქიმიურ ქარხნაზე საჰაერო იერეში მიიტანეს და აზოტმჟავის ავზი ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

ის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენიკსენ მოუწოდებს, რადგან აზოტის მჟავა საფრთხის შემცველია ჩასუნთქვის, გადაყლაპვის და კანთან, ლორწოვან გარსებთან შეხებისას.

ამასთან, გაიდაი მოსახლეობას მიმართავს, რომ გამოიყენონ ნიღბები აზოტის მჟავის ორთქლისა და ნისლისგან დასაცავად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 31 მაისს დილით განაცხადა, რომ დონეცკის მიმართულებით რუსული ჯარების ქვედანაყოფების ძირითადი ძალისხმევა ქალაქ სევეროდონეცკზე კონტროლის დამყარებაზეა მიმართული.

გაიდაის თქმით, რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის დაახლოებით 50% დაიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი