ახალი ამბები

ლარი დოლართან კიდევ 7 თეთრით გაუფასურდა

31 მაისი, 2022 • 615
ლარი დოლართან კიდევ 7 თეთრით გაუფასურდა

31 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც 1 ივნისს იმოქმედებს, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით კიდევ 7 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0249 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა 31 მაისს გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულებამ 3.2466 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის ოფიციალურ გაცვლით კურსზე 6.33 თეთრით მეტია.

ლარმა რამდენიმეკვირიანი გამყარების ტენდენცია გუშინ, 30 მაისს შეწყვიტა. გუშინ ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან 9, ევროსთან კი 11 თეთრით გაუფასურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი