ახალი ამბები

რატომ გაუქმდა Wizz Air-ის ფრენა 30 მაისს ბარსელონის მიმართულებით

30 მაისი, 2022 • 2637
რატომ გაუქმდა Wizz Air-ის ფრენა 30 მაისს ბარსელონის მიმართულებით

დღეს, 30 მაისს, გაუქმდა ფრენები ქუთაისი-ბარსელონა და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით, რომელიც კომპანია „Wizz Air-ს“ უნდა შეესურლებინა.

კომპანიის თანახმად, ფრენების გაუქმების მიზეზი გახდა თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი.

„ყველა მგზავრმა ადგილზევე მიიღო საჭირო დახმარება და უფასო განთავსება. მეტი კომფორტისთვის მგზავრებს ასევე საშუალება მიეცათ, ბილეთები სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ავიაკომპანიისთვის უმთავრესი მგზავრების უსაფრთხოებაა“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი