ნეტგაზეთი | WikiLeaks: ”ამერიკელი სამხედროების თავდასხმა ბაღდადზე” WikiLeaks: ”ამერიკელი სამხედროების თავდასხმა ბაღდადზე” – Netgazeti
Batumelebi | RU

WikiLeaks: ”ამერიკელი სამხედროების თავდასხმა ბაღდადზე”

შეერთებული შტატების სამხედროებს ჯერ არ გაუკეთებიათ განცხადება ვებ გვერდ WikiLeaks – ის ახლახანს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით. ვებ გვერდი წყაროს კონფინდენციალობის დაცვით იუწყება, რომ   ამერიკელი სამხედროები შვეულმფრენიდან ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს ერაყში 2007 წელს.

შეერთებული შტატების სამხედროებს ჯერ არ გაუკეთებიათ განცხადება ვებ გვერდ WikiLeaks – ის ახლახანს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით. ვებ გვერდი წყაროს კონფინდენციალობის დაცვით იუწყება, რომ   ამერიკელი სამხედროები შვეულმფრენიდან ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს ერაყში 2007 წელს.

ვებ გვერდის მიხედვით, კადრები გადაღებულია შვეულმფრენიდან და ასახავს 12 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილს ამ თავდასხმის დროს ბაღდადთან ახლოს, ერაყში. მათ შორის არის ერთი ჟურნალისტი და მისი მძღოლი, რომლებიც სააგენტო ”რეიტერისთვის” მუშაობდნენ.

ვეგ გვერდის რედაქტორი  ჯულიანა სანჩი ”ალ ჯაზირასთვის” მიცემულ ინტერვიუში ირწმუნება, რომ კადრები ავთენტურია და რომ მათ მრავალგზის გადაამოწმეს მისი ნამდვილობა.

”აქ იყო ვაშინგტონ პოსტის რეპორტიორი, რომელიც სწორედ ამ დღეს (2007 წლის ივლისში) იმყოფებოდა  ამერიკის სამხედროებთან ერთად.   მან დაწერა წიგნი, რომელიც გამოიცა გასულ წელს სახელწოდებით ”კარგი ჯარისკაცები”. იქ მოთხრობილი ამბები შეესაბამება ამ ვიდეოს” – ამბობს რედაქტორი.

გარდა ამისა, მისი თქმით ”რეიტერი” ასევე აწარმოებდა ამ თემაზე გამოძიებას და ჰყავდა ჩაწერილი 2 მოწმე, თუმცა მოწმეების ინტერვიუები სერიოზულად არ იქნა აღქმული: ”ახლა ჩვენ გვაქვს ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მოწმეები მართალს ამბობდნენ”.

WikiLeaks-მა რომელმაც ამ მასალას სპეციალური ვებ გვერდი მიუძღვნა ვიდეო youtube-ზე განათავსა.

ვებ გვერდზე დაყრდნობით ინფორმაციები უკვე გაავრცელეს ”ბიბისიმ” და ”ალჯაზირამ”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge