ახალი ამბები

”ეროვნული საბჭოს” პრაიმერი

5 აპრილი, 2010 • 1226
”ეროვნული საბჭოს” პრაიმერი

პრაიმერი, რომლითაც ”ეროვნულმა საბჭომ” 6-8 აპრილს თბილისის მერობის კანდიდატი უნდა გამოავლინოს,  ოპოზიციურ პარტიებში ერთიან კანდიდატზე კონსულტაციების ალბათობას ამცირებს.

 ”კონსულტაციები ყოველთვის შეიძლება, თუმცა დიახ, მერობის კანდიდატს რაც შეეხება, პრაიმერის შედეგ კონსულტაციების ალბათობა მცირდება” – ამბობს ”კონსერვატორების” ლიდერი კახა კუკავა.

 პრაიმერში არ მონაწილეობს ლევან გაჩეჩილაძე, ”დაცავი საქართველოს” ლიდერი.

პრაიმერისთვის თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად დაბეჭდილ ბიულეტენებში სამი კანდიდატი წერია, თუმცა ამომრჩეველმა არჩევანი 2-ს შორის უნდა გააკეთოს. გია მასიაშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას, რადგან კუკავას თქმით ”ვერ მოასწრო საქარტველოში ჩამოსვლა და წინასაპრაიმერო კამპანიის ჩატარება”.  თუმცა კონსერვატორების ლიდერი ამბობს რომ მაისაშვილი რჩება ეროვნულ საბჭოში.

”ხალხის პარტიის” ლიდერს კობა დავითაშვილსა და ”კონსერვატორების” კანდიდატ ზვიად ძიძიგურს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება პრაიმერში მონაწილე ამომრჩევლებს. პრაიმერში მონაწილე კიდევ ერთ პარტიას, ზურაბ ნოღაიდელის ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” თბილისის მერის არჩევნებში თავისი კანდიდატი არ ჰყავს.

სამივე პარტია აფინანსებს პრაიმერს, რომელიც კუკავას თქმით დაახლოებით 5 ათასი ლარი ჯდება. თუმცა კონსერვატორების ლიდერი არ აკონკრეტებს რომელი პარტია არმდენს ხარჯავს და ამბობს, რომ ეს მონაცემი გამოქვეყნდება.

15 ათასი ამომრჩევლის გამოკითხვას გეგმავენ ეროვნული საბჭოს წევრები თბილისში 6-8 აპრილს. როგორ კუკავა ამბობს, გამოიკითხება ყოველი მე-70 -ე ამომრჩეველი. მისი თქმით, ”გამოსაკითხი პირები შეირჩნენ  ამომრჩეველთა სიიდან კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, შმთხვევითი შერჩევის პრინციპით თბილისის ყველა საარჩევნო უბნიდან” .

პრაიმერს ინტერპარტიული წყვილები ჩაატარებენ. კონსერვატორების ლიდერი აბობს, რომ უკვე დაკომპლექტებულია 250 სამ კაციანი ჯგუფი. ჯგუფში შედიან კონსერვატორების, ”ხალხის პარტიის” და მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსათვის” წარმომადგენლები.  კუკავა ამბობს რომ სწორედ ეს არის პრაიმერის ობიექტურად ჩატარების გარანტი.

პრაიმერს 5 ორგანიზაცია დააკვირდება, მათ შორის არიან ”სამართლიანი არჩევნები” და ”ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი”.

 პრაიმერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 6 აპრილს 8 დან 11 საათამდე გაიმართება, რომლის შემდეგაც ინტერპარტიული ჯგუფები მოსახლეობასთან გავლენ.

 თბილისის მერობის კანდიდატების გარდა ”ეროვნულ საბჭოს”  დაბეჭდილი აქვს ბიუეტენები არჩევნებში პროპორციული და მაჟორიტარული კანდიდატების გამოსავლენადაც.

 ”ეროვნული საბჭო” პრაიმერის შედეგების  გამოქვეყნებას 9 აპრილს ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში გეგმავს, სადაც გაიმართება ”ეროვნული საბჭოს” ყრილობა.

 პრაიმერში გამარჯვებულები იქნებიან საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობის და თბილისის მერობის არჩევნებში ეროვნული საბჭოს კანდიდატები.

 არჩევნები 2010 წლის 30 მაისს გაიმართება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი