“საცოდავი ადამიანი ხარ, მიბრძანდი გარეთ”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენმ-ს წევრ ანი წითლიძეს.
ღარიბაშვილს, რომელსაც დღეს, 27 მაისს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, ანი წითლიძემ “მონა” უწოდა და ფურცელზე წარწერა აჩვენა -“ირაკლი კადიროვი”.
მანამდე ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთადერთი ბერკეტი ჰქონდა დარჩენილი – რამენაირად ქვეყანა ომში ჩაერთო, თუმცა ისიც არ გამოუვიდა.
“შემოაგზავნეთ მთავარი კონტრაბანდის საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის დესტაბილიზაცია”, – მიმართა სხდომაზე ღარიბაშვილმა ენმ-ს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.