„მთავარი არხის“, „ტვ პირველის“, „ფორმულასა“ და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები მორიგ აქციას მართავენ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით.
ისინი შეკრებილები არიან საქართველოს პარლამენტთან, სადაც ამჟამად [15:15 საათისთვის] პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები მივიდნენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და აქციის მონაწილეებს პარლამენტში არ უშვებს.
ამის მიუხედავად, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის პარალელურად, გვარამიას მხარდამჭერებმა გამოკიდეს ბანერი, წარწერით: „თავისუფლება ნიკას“.

ფოტო: ნათია ცქიფურიშვილი/ნეტგაზეთი
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.
სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.