ახალი ამბები

პრეზიდენტს ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები აქვს – ხაბეიშვილი

26 მაისი, 2022 • 668
პრეზიდენტს ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები აქვს – ხაბეიშვილი

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“, – ამ ანდაზით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის გამოსვლას.

„გონება განათებია სალომე ზურაბიშვილს, ავტორიზმიაო, სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო, თუმცა ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია“, – განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

„მაგალითად, სასამართლოს არაკეთილსინდიერებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით მას პირადად შეუძლია ამის მოგვარება [და მათი შეწყალება]“, – განაცხადა პარლამენტარმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, პრეზიდენტი „გვიყვება, რა პრობლემები გვაქვს“: „შემოგვჩივლა, მე კი ყველაფერი ვიცი და ინსტრუმენტებიც კი მაქვს, მაგრამ ჩემი თავი გამჭირვებია და აბა სამართლიან ნაბიჯებს როგორ გადავდგამო“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 26 მაისს, ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მოქმედი სასამართლო სისტემა გააკრიტიკა და თქვა:

„სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ…

და ბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავისა“ და „დარბაზის“ სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.


მასალების გადაბეჭდვის წესი