ახალი ამბები

უკრაინის საელჩო ელის, რომ საქართველოში ლტოლვილების დაბინავების პრობლემა ივნისიდან მოგვარდება

25 მაისი, 2022 • 2445
უკრაინის საელჩო ელის, რომ საქართველოში ლტოლვილების დაბინავების პრობლემა ივნისიდან მოგვარდება

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვის თქმით, საელჩოს მოლოდინი აქვს, რომ 1 ივნისიდან საქართველოში უკრაინელ ლტოვილთა განთავსების პრობლემა აღმოიფხვრება.

კასიანოვმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს მხრიდან მხარდაჭერაზე. მათ შორის, თქვა, რომ საქართველომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით 1000 ტონა ტვირთი გაგზავნა. ამასთანავე, საელჩოს სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხა 2 მილიონ ლარზე მეტი – სხვადასხვა ვალუტაში.

საელჩომ ამ თანხებით სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა ტიპის დახმარება გაგზავნა უკრაინაში.

„ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ საქართველო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას – უკრაინელი ლტოვილების მიღებისა და მათი განთავსების საკითხში და ამისთვის, საქართველოს მთავრობა გამოყოფს 7 მილიონ აშშ დოლარს.

ჩვენ ველით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ იქნება უახლოეს დროში მიღებული და აღარ იქნება პრობლემები უკრაინელი ლტოვვილების სსაქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით, ამას ველოდებით 2022 წლის პირველი ივნისიდან,“ – ამბობს კასიანოვი და მადლობას უხდის საქართველოს განათლების სამინისტროს უკრაინელი ბავშვებისთვის თბილისსა და ბათუმში სკოლებში უკრაინული სექტორების გახნისთვის.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, დღეს საქართველოში 20 ათასამდე უკრაინელი ლტოვილი იმყოფება, რომელთაგან 5 ათასზე მეტი – არასრულწლოვანია.


დღემდე არ არსებობს საქართველოში მყოფი ათასობით უკრაინელი ლტლოვილის დახმარების ერთიანი, სისტემატიზებული სამთავრობო გეგმა. საკითხს ჯერჯერობით მუნიციპალიტეტები კურირებენ, თუმცა მათი რესურსი ამოწურვადია და ხშირად შემოიფარგლება მხოლოდ 1 თვით. ამის შემდეგ კი უკრაინელები კერძო ინიციატივების იმედად რჩებიან ან ქვეყანას ტოვებენ.

ვრცლად:

უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 2.5 მლნ-ს აჭარბებს, რას აპირებს თბილისი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი