ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატი: შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავლები 11 %-ით გაიზარდა

25 მაისი, 2022 •
საქსტატი: შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავლები 11 %-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.0 პროცენტით გაიზარდა და 1 221.8 ლარი შეადგინა.

ასევე 13.5 პროცენტით გაიზარდა შემოსავლები ერთ სულზეც და ის 364.8 ლარს გაუტოლდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 86.0 პროცენტი შეადგინა.

გარდა ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერებისა, საქსტატის მეთოდოლოგია მოიცავს „არაფულად შემოსავლებსა“ და „სხვა ფულად სახსრებსაც“, რომელთა საერთო წილი 14.0 პროცენტი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი