ახალი ამბები

თბილიში მიკროავტობუსების ნაწილს ავტობუსები ჩაანაცვლებს — სია

25 მაისი, 2022 • 2334
თბილიში მიკროავტობუსების ნაწილს ავტობუსები ჩაანაცვლებს — სია

თბილისის მერის ინფორმაციით, 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება. კერძოდ, მუნიციპალურ ტრანსპორტს დაემატება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი მარშრუტი.

მერიის ცნობით, ავტობუსების მარშრუტებში შევა შემდეგი ცვლილებები:

  • დიდ დიღომში დაემატება N293 მარშრუტი,
  • N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444,
  • N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546,
  • N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს,
  • 297 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს.

რაც შეეხება მიკროავტობუსის ახალ ხაზებს, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დაემატება შემდეგი ახალი სამარშრუტო ხაზი:

  • N425, რომელიც მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას
  • N444 მიკროავტობუსი, რომელიც მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას
  • N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტამდე“ იმოძრავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი