ახალი ამბები

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება – კალაძე

25 მაისი, 2022 • 4614
მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით თბილისში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გადაწყვეტილება მიღებულია, პროექტი უკვე შეთანხმებული გვაქვს, გვყავს კონტრაქტორი კომპანია და სამუშაოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 15 ივნისი. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან სწავლა დასრულებული იქნება. ბევრი ადამიანი გადის ქალაქიდან და, რა თქმა უნდა, ეს კიდევ შეამსუბუქებს ქალაქში გადაადგილებას იმიტომ, რომ მოგვიწევს ამ ქუჩის სრული ჩაკეტვა იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება-განახლება, რადგან არის უმძიმეს მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები. შესაბამისად ჩვენ უბრალოდ ვერ განვახორციელებთ საგზაო უსაფრთხოების პროექტს, გვინდა, რომ ძირეულად იყოს ყველაფერი მოწესრიგებული და განხორციელებულმა პროექტმა მომავალ თაობებს და ათეულ წლებს გაუძლოს”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, მელიქიშვილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება. კერძოდ, გაკეთდება ორმხრივი “ბასლეინი” და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივი გახდება, საავტომობილო მოძრაობა კვლავ ცალმხრივი იქნება. გაკეთდება ახალი “ზებრა” გადასასვლელები, შუქნიშნები და ველობილიკები, ასევე ვერის ბაღის წინ შემცირდება პარკირების ადგილი.

კიდევ რა იცვლება მელიქიშვილის ქუჩაზე ნახეთ ვრცლად:
ორმხრივი „ბასლეინი“, „ზებრები“ ფილარმონიასთან – Რა იცვლება მელიქიშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი