ახალი ამბები

არ შეიძლება განსხვავებულობის გამო ადამიანების სიძულვილი – სარჯველაძე 17 მაისზე

24 მაისი, 2022 • 957
არ შეიძლება განსხვავებულობის გამო ადამიანების სიძულვილი – სარჯველაძე 17 მაისზე

დღეს, 24 მაისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა. მისი თქმით, საზოგადოების წევრებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მიუღებელია სიძულვილი.

“ზუსტად ერთი კვირის წინ 17 მაისი იყო. ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე  ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ კარად გააცნობიეროს, არ შეიძლება სძულდეს ადამიანები. მით უმეტეს, გამოხატავდნენ ამ სიძულვილს იმის გამო, რომ ვიღაც გემოვნებას არ შეესაბამება და იმის გამო, რომ ისინი განსხვავდებიან. მით უფრო მიუღებელია, გვიწევდეს ამ განსხვავებული ადამიანების უფლებების არსებობის მტკიცება და ვანდალიზმისგან მათი დაცვის საჭიროებაზე საუბარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი