ახალი ამბები

დავოსის ფორუმზე ზელენსკიმ რუსეთისთვის „მაქსიმალური“ სანქციების დაწესება მოითხოვა

23 მაისი, 2022 • 1495
დავოსის ფორუმზე ზელენსკიმ რუსეთისთვის „მაქსიმალური“ სანქციების დაწესება მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის გეგმა უზარმაზარ ეკონომიკურ შესაძლებლობა იქნება. ამის შესახებ მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა, სადაც მონაწილეობა ვირტუალურად მიიღო.

მისი თქმით, უკრაინისა ქალაქებსა და ინდუსტრიების აღსადგენად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ძალისხმევა გაიწევა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა გეგმაზე, რომლითაც იმ კომპანიებს, რომლებიც უკრაინის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას, დახმარებას სთავაზობს.

„ჩვენ ვთავაზობთ ისტორიულ შესაძლებლობას”, – თქვა ზელენსკიმ და მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას დაეხმარებისკენ.

ზელენსკის თქმით, ომის შემდგომი აღდგენა სწრაფი და ეფექტური უნდა იყოს, რომელიც „საუკეთესოებს მოიზიდავს“.

ამასთან, ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ „მაქსიმალური“ სანქციების დაწესება მოითხოვა, რაც რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს,  ყველა რუსული ბანკის გლობალური სისტემებიდან გათიშვას და რუსეთის IT სექტორის მომსახურებაზე სრულად უარის თქმას და რუსეთთან ვაჭრობის სრულ შეჭყვეტას.

„ყველა კომპანიას, რომელიც ტოვებს რუსეთის ბაზარს, ვთავაზობთ უკრაინაში საქმიანობის გაგრძელებას. თქვენ მიიღებთ წვდომას არა მხოლოდ ჩვენს 40-მილიონ მომხმარებლის ბაზარზე, არამედ წვდომას საერთო ევროპულ ბაზარზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელესნკიმ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება მზად უნდა იყოს სანქციების პრევენციული გამოყენებისთვის და არა მხოლოდ სამომავლო საფრთხეების საპასუხოდ.

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინათ, ის უკრაინაში შეჭრას ვერ შეძლებდა, რადგან აგრესორს მისი ქმედებების უშუალო შედეგები ეცოდინებოდა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ სანქციების პრეცედენტი,” – თქვა ზელენსკიმ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი