ახალი ამბები

ავსტრიის ყოფილმა მინისტრმა „როსნეფტი“ დატოვა

23 მაისი, 2022 • 645
ავსტრიის ყოფილმა მინისტრმა „როსნეფტი“ დატოვა

ავსტრიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭო დატოვა.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ავსტრიის ყოფილი მინისტრის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ 20 მაისს შევიდა ძალაში.

„კომპანიას სურს, მადლობა გადაუხადოს კარინ კნაისლს გასული ათი თვის განმავლობაში თანამშრომლობისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

Настоящее Время-ს ცნობით, ყოფილმა თანამდებობის პირმა უფლებამოსილების მეორე ვადით გახანგრძლივებაზეც უარი თქვა.

კნაისლი 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. იგი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარადგინა ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ, რომელიც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებით და ევროსკეპტიციზმით გამოირჩეოდა. კნაისლის ქორწილში 2018 წელს ვლადიმერ პუტინი სტუმრებს შორის იყო.

„როსნეფტის“ დირექტორთა საბჭო მანამდე დატოვეს გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა და Nord Stream AG-ის მმართველმა დირექტორმა მათიას ვარნიგმა.

„როსნეფტი”: შრიოდერმა კომპანიის დირექტორთა საბჭო დატოვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი