ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი და ფაშინიანი ბრიუსელში “სამშვიდობო შეთანხმების” საკითხზე შეხვდებიან

20 მაისი, 2022 • 3290
ალიევი და ფაშინიანი ბრიუსელში “სამშვიდობო შეთანხმების” საკითხზე შეხვდებიან

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საკითებზე 22 მაისს ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდებიან. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ეს იქნება რიგით მესამე შეხვედრა აღნიშნულ ფორმატში. პირველი ასეთი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში შედგა, მეორე კი – 2022 წლის აპრილში,  როდესაც მხარეები ოთხსაათიანი შეხვედრის პროცესში “სამშვიდობო შეთანხმების” შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

ბაქომ და ერევანმა შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმონ

ოფიციალური ცნობით, ფაშინიანმა და ალიევმა ვალდებულება აიღეს, სწრაფად დაიწყონ ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად საჭირო ყოვლისმომცველი შეთანხმებისკენ სვლა, თუმცა, რა საკითხები შევა შეთანხმებაში, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბაქო იქამდე ავრცელდებდა ინფორმაციას, რომ შეთანხმებისთვის წარადგინა რამდენიმე პუნქტი, მათ შორის, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ, რაც სომხურ საზოგადოებაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში აღიქვეს ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებად.

პარალელურად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შემრიგებლის მთავარი როლის შესრულება სურს რუსეთს.

“მოსკოვს სურს, სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს” – ლავროვი

მასალების გადაბეჭდვის წესი