ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, უკრაინაში “სპეცოპერაციისას” კიდევ ორი ოსი სამხედრო დაიღუპა

18 მაისი, 2022 • 2601
ცხინვალის ცნობით, უკრაინაში “სპეცოპერაციისას” კიდევ ორი ოსი სამხედრო დაიღუპა

ცხინვალის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს “რეს”-ის ცნობით, “უკრაინაში სპეცოპერაციისას სამხედრო ვალის მოხდის დროს დაიღუპა კიდევ ორი ოსი სამხედრო, 32 წლის აცამაზ ბესტაევი და 28 წლის აცამაზ ჯიოევი”.

აცამაზ ჯიოევი და აცამაზ ბესტაევი; ფოტო: res

აცამაზ ჯიოევი და აცამაზ ბესტაევი; ფოტო: РЕС

ოსური მხარის ცნობით, უკრაინაში უკვე რამდენიმე ცხინვალელი მოხალისე დაიღუპა.

რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთში განთავსებული აქვს მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივები კონტრაქტით მსახურობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ ბაზიდან ორ ნაკადად გაგზავნეს ჯარისკაცები. ამასთან, 24 თებერვლის შემდეგ ომში ჩასართავად რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ტექნიკის ნაწილი როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე, ცხინვალიდან.

გზააბნეული და დაბრუნებული ოსი ჯარისკაცები – ცხინვალელები უკრაინის ომში

მასალების გადაბეჭდვის წესი