ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი გეგმავს, ქართულ მხარესთან “საზღვრის” დაცვა გააძლიეროს

18 მაისი, 2022 • 2539
ცხინვალი გეგმავს, ქართულ მხარესთან “საზღვრის” დაცვა გააძლიეროს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის [КГБ]  სასაზღვრო სამსახურის ცნობით, უკანონო გადაადგილებისა და კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით “იგეგმება სამხრეთოსური და ქართული სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის ცალმხრივი სამუშაობების ჩატარება”.

“ამჟამად სამუშაოები ტარდება ცხინვალის რაიონის დასახლებულ პუნქტ ხელჩუასთან 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება კანონმდებლობასთან მკაცრი შესაბამისობით, ასევე, საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნორმებით. უპირველეს ყოვლისა, მისი მიზანია ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაადგილების აღკვეთა. აღნიშნული ასპექტების გათვალისწინებით, დესტრუქციულად მიგვაჩნია ცალკეული პირების მოქმედება, რომელთა ინტერესშიც შედის კონტრაბანდა და სხვა უკანონო საქმიანობა, რაც ხელს უშლის სასაზღვრო უწყებების მუშაობას”.

კონკრეტულად რა ტიპის ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს ოსური მხარე აღნიშნულ მონაკვეთზე, დაკონკრეტებული არ არის.

გამშვები პუნქტები ქართულ მხარესთან ცხინვალმა 2019 წელს ე.წ. წნელისის კრიზისის შემდეგ ჩაკეტა.

სასაზღვრო, ანუ “წნელისის კრისიზი” [სწორედ ასე უწოდებენ მას ცხინვალში] მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის პოსტი უშუალოდ ოსური დასახლების, წნელისის [უისტა] მახლობლად ჩადგა. წნელისს ცხინვალი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

epa01452389 South Ossetian special forces soldiers raise the South Ossetian flag on the roof of the local municipal authorities building in the village of Leningori, inhabited by Georgians and Ossetians, South Ossetia, Georgia, 17 August 2008. Russian Defence Ministry representative said the decision on withdrawal of Russian troops from South Ossetia will be taken depending on the stabilisation of the situation. EPA/DMITRY KHRUPOV

მასალების გადაბეჭდვის წესი