ახალი ამბები

ფინეთმა და შვედეთმა ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე

18 მაისი, 2022 • 917
ფინეთმა და შვედეთმა ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე

ფინეთმა და შვედეთმა ოფიციალურად გააკეთეს განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე ბრიუსელში, ალიანსის შტაბბინაში.

განაცხადი ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ნატოში შვედეთის და ფინეთის ელჩებმა გადასცეს.

„ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, — თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა და მიესალმა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას.

„თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და ნატოში თქვენი გაწევრიანება გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას”, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსი მიიჩნევს, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს ნატოს ბალტიის ზღვაში.

ფინეთი და შვედეთი ელიან, რომ გაწევრიანების პროცედურა რამდენიმე თვეში, მაქსიმუმ წლის ბოლომდე დასრულდება.

რუსეთის მიერ ჯერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების, შემდეგ კი ფართომაშაბიანი ომის ფონზე გააქტიურდა დისკუსია ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ. ორივე ქვეყანას სამხედრო მიუმხრობლობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ ისინი წევრობაზე განაცხადს შეიტანენ, შესაძლებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. თუმცა ახალი წევრების მიღებას კონსენსუსი ესაჭიროება, თურქეთი კი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის გაერთიანებას.

რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას

რას ნიშნავს ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთისთვის, თავად ალიანსისა და საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი