ახალი ამბები

ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

17 მაისი, 2022 • 755
ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

188 ხმით 8 წინააღმდეგ, ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ნატო-ში გაწევრიანებაზე მიმართვას.

„პარლამენტი მხარს უჭერს ფინეთის განცხადებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. პარლამენტმა პოზიცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნის შესაბამისად მიიღო“, — ნათქვამია ფინეთის პარლამენტის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფინეთის მთავრობამ გასულ კვირას დააანონსა, რომ პარლამენტის დადებითი დასკვნის შემდეგ ნატო-ს გაწევრიანებაზე მიმართავდა.

რუსეთის მიერ ჯერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების, შემდეგ კი ფართომაშაბიანი ომის ფონზე გააქტიურდა დისკუსია ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ. ორივე ქვეყანას სამხედრო მიუმხრობლობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ ისინი წევრობაზე განაცხადს შეიტანენ, შესაძლებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

რას ნიშნავს ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთისთვის, თავად ალიანსისა და საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი