ახალი ამბები

მარიუპოლის მცველები “აზოვსტალს” გარეთ და რუსეთის დუმილი გაცვლის ვარიანტზე

17 მაისი, 2022 • 2632
მარიუპოლის მცველები “აზოვსტალს” გარეთ და რუსეთის დუმილი გაცვლის ვარიანტზე

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ 52 დაჭრილ უკრაინელ მებრძოლს, რომლებიც გუშინ, 16 მაისს რუსეთმა “აზოვსტალიდან” მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა, გამოჯანმრთელების შემდეგ რუს სამხედროებში გაცვლიან. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

“სიცოცხლეების გადარჩენის მიზნით გუშინ 52 მძიმედ დაჭრილი სამხედროს ევაკუაცია მოხდა. მათი მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ჩვენ მათ რუს სამხედროებში გავცვლით”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ვერეშჩუკის თქმით, “აზოვსტალიდან” უკრაინელი მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება და  შემდეგი ეტაპისთვის ჯგუფი მუშაობს.

რუსეთს ვერეშჩუკის ამ განცხადებაზე და ზოგადად მარიუპოლის მცველების შესაძლო გაცვლაზე ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია, თუმცა რუსეთის დუმის სპიკერმა “აზოვსტალიდან” გაყვანილ უკრაინელ მებრძოლებს “ნაცისტი დამნაშავეები” უწოდა და თქვა, რომ ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

“ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა გაცვალონ. ისინი ომის დამნაშავეები არიან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ”, – განაცხადა ვოლოდინმა.

მან სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შესაბამისი საპროტოკოლო ინსტრუქციის მომზადება და მისთვის მხარდაჭერა დაავალა.

გუშინ, 16 მაისს ცნობილი გახდა, რომ “აზოვსტალის” ქარხნიდან 250-ზე მეტი ადამიანი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიყვანეს, მათ შორის 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი.

დღეს, 17 მაიის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ “აზოვსტალში” მყოფმა 250-ზე მეტმა მებრძოლმა იარაღი დაყარა და რუსეთს ტყვედ ჩაბარდა.

მისი თქმით, ყველა, ვინც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს დონბასში, ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი