ახალი ამბები

საბურთალოზე კორპუსის სადარბაზოს ნაწილი ჩამოიშალა

17 მაისი, 2022 • 4645
საბურთალოზე კორპუსის სადარბაზოს ნაწილი ჩამოიშალა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნაწილი ჩამოიშალა. როგორც „ნეტგაზეთს“ საბურთალოს რაიონულ გამგეობაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამგეობაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ჩამოიშალა სადარბაზოში საერთო სარგებლობის აივნის მცირე ნაწილი. უწყების თქმით, ადგილზე მობილიზებულია როგორც გამგეობის, ასევე მერიის ინფრასტრუქტურის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

საბურთალოს რაიონული გამგეობის თქმით, ამ წუთებში მიმდინარეობს საერთო სარგებლობის აივნის იმ ნაწილის დემონტაჟი, რომელიც ჩამოშლის საფრთხის ქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი