ახალი ამბები

“ეს არის რუსული სცენარი” – ბესელია გვარამიას დაკავებაზე

16 მაისი, 2022 • 950
“ეს არის რუსული სცენარი” – ბესელია გვარამიას დაკავებაზე

“ეს არის ღიად რუსული სცენარი” – განაცხადა პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას დაკავების შეფასებისას.

მისი თქმით, გასააზრებელია საფრთხის მასშტაბი, ვინაიდან ეს არ არის ერთი კონკრეტული განაჩენი და ერთი კონკრეტული შურისძიების აქტი.

“იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიმართ არსებობს ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი, როდესაც ყველა საუბრობს ამ სასამართლოს პოლიტიზებაზე, ამ სასამართლოს ხელით განაჩენის გამოტანა ყველაზე მკაცრი სასჯელით – თავისუფლების აღკვეთა ფინანსურ ქმედებებზე, სულ რომ დადასტურებული იყოს, ითვლება ყველაზე მკაცრი სანქციად – ჩაითვლება როგორც პოლიტიკური შურისძიების აქტი”,- განაცხადა ბესელიამ.

მან ისაუბრა რუსული პროპაგანდის გავლენების გაძლიერებაზე და დასძინა, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე ხელს შეუშლის ევროკავშირში საქართველოს განაცხაეია წარმატებას.

“როდესაც სასამართლოს ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის მიმართ ასეთი განაჩენი გამოაქვს, ეს არის ღია რუსული სცენარი. ეს არის შიში დანერგვა. მე არ ვარ ნიკა გვარამიას თანამოაზრე ყველა საკითხში და არც მისი მეგობარი ვყოფილვარ, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, დავინახო, რამდენად უსამართლოდ იქცევა სასამართლო; არ მიჭირს დავარქვა მოვლენებს სახელი. საფრთხე არის გაცილებით დიდი, არ დაიყვანება პერსონალურ სიმპათიებამდე. უნდა გავიაზროთ, რომ ქვეყნისთვის ასეთი ნაბიჯები არის უდიდესი დარტყმა. როგორ შეიძლება ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს, როდესაც ასეთი ტიპის პოლიტიკური შურისძიება ხორციელდება? ეს არის ძლაიან სახიფათო და მე მგონი, ყველამ უნდა გაიაზროს”,- დასძინა ბესელიამ.


„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აქ ნახავთ, რის გამო დააპატიმრეს „მთავარი არხის“ დირექტორი.

„ყველაფერი კარგად იქნება!“ — გვარამია დაკავებამდე

მასალების გადაბეჭდვის წესი