ახალი ამბები

შეშფოთებული ვარ გვარამიას დაპატიმრების გამო – ლიეტუვის ელჩი

16 მაისი, 2022 • 774
შეშფოთებული ვარ გვარამიას დაპატიმრების გამო – ლიეტუვის ელჩი

ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა აცხადებს, რომ შეშფოთებულია ნიკა გვარამიასთვის სამ-ნახევარი წლით პატიმრობის მისჯისა და დაპატიმრებით.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე საქართველოში. ლიეტუვას არ სურს, ასე მოხდეს“, – წერს ელჩი კალინდრა.

ცოტა ხნის წინ გვარამიას დაპატიმრებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და ისაუბრა „შერჩევითი გამოძიების შემაშფოთებელ პრაქტიკაზე“ ოპოზიციონერთა მიმართ.

„განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია“, – აცხადებს აშშ.

გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.ლიე

მასალების გადაბეჭდვის წესი