ახალი ამბები

გვარამიას დაკავების შემდეგ რთულია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ოპტიმისტურად ვიყოთ – სამნიძე

16 მაისი, 2022 • 839
გვარამიას დაკავების შემდეგ რთულია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ოპტიმისტურად ვიყოთ – სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და და სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა.

მისი თქმით, გვარმიას დაკავება არის მესიჯი ყველა კრიტიკული არხისა და კრიტიკულად განწყობილი ადამიანისთვის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს შეეწინააღმდეგება, დაისჯება.

მისი თქმით, “ოცნება” მზად არის ქვეყნის იმიჯის და მომავალი დააზიანოს, თუ ეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაა.

“ჩვენ შევსებული გვაქვს კითხვარი და ოპტიმიზმით ვუყურებდით იმ ფაქტს, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ, რთულია ვიყოთ ოპტიმისტები.

ძალიან მაწუხებს ის, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები და ეს გადაწყვეტილება აზიანებს ქვეყნის მომავალს. რა თქმა უნდა, პიროვნულად ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანი ციხეში უნდა იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მებრძოლი ადამიანისთვის ეს არაფერს წარმოადგენს და ვერაფერი დააკლდება ადამიანს, რომელიც ამდენი წელია ბრძოლაშია”, -განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ცნობილია.”მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი