ახალი ამბები

სამსახურებრივი მანქანის გამოყენების გამო დაკავება “ოცნებისთვისაც” საშიშ პრეცედენტს ქმნის – ხვიჩია

16 მაისი, 2022 • 1484
სამსახურებრივი მანქანის გამოყენების გამო დაკავება “ოცნებისთვისაც” საშიშ პრეცედენტს ქმნის – ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავება, პოლიტიკური ბძოლის ნაწილია.

მისი თქმით, გვარამიას საქმეში “არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება” არაფერ შუაშია.

“სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნების გამოყენებისთვის რომ ხალხი დაიჭიროთ, საქართველოს პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, მაღალი თანამდებობის პირები – სპიკერი იქნება თუ მოადგილეები, ასევე ბიოროკრატიაში ადამიანი, ვისაც მძღოლი და მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია.

მიუხედავად იმისა, რომ მე სამსახურებრივი მანქანა არასდროს მყოლია, დავკვირებივარ იმ ხალხს, ვისაც ჰყოლია და ისინი ყოველთვის იყენებდნენ ამას პირადი მიზნებისთვის. ეს ჩვეულებრივი აპრობირებული ამბავია არა თუ კერძო დაწესებულებაში, არამედ საჯარო სამსახურებში და ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის თვითონ “ქართული ოცნებისთვის”, – განაცხადა ხვიჩიამ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ცნობილია.”მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი