ახალი ამბები

პოლიტიკურ დევნაზე სასაუბროდ მიზეზი არ არსებობს – სარჯველაძე გვარამიაზე

16 მაისი, 2022 • 761
პოლიტიკურ დევნაზე სასაუბროდ მიზეზი არ არსებობს – სარჯველაძე გვარამიაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავება, პოლიტიკური შურისძიება არაა.

მისი თქმით, ამ სიმძიმის დანაშაულისთვის “ნაციონალური მოძრაობის” დროს შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ.

მისი თქმით, არ ჰგონია, რომ გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები საერთაშორი პარტნიორებსაც გაუჩნდეს.

“მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობს მიზეზი ვინმესთვის, რომ პოლიტიკურ დევნაზე ისაუბროს. პოლიტიკურად სენსიტიური არის, იმიტომ რომ გვარამიას მოღვაწეობა თავისი შინაარსით არა ჟურნალისტური, არამედ პოლიტიკური აქტივობაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ ხელაღებით ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. მოცემულ შემთხვევაში საკმაოდ კარგად არის ახსნილი, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც სასამართლომ დანაშაულად შეაფასა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ცნობილია.”მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი