ახალი ამბები

ევროკომისია მოსაზრების დოკუმენტს 8 ან 15 ივნისს წარადგენს – იოზვიაკი

16 მაისი, 2022 •
ევროკომისია მოსაზრების დოკუმენტს 8 ან 15 ივნისს წარადგენს – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების პრაღის რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ევროკომისია საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მოსაზრებების დოკუმენტს 8 ან 15 ივნისს წარმოადგენს.

კითხვარზე დაყრდნობით, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ შეავსო, ევროკომისია ამზადებს მოსაზრების დოკუმენტს, რომელსაც შემდგომში ევროკავშირის საბჭო განიხილავს.

როგორც წესი, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი