ახალი ამბები

კრამატორსკის დაბომბვისას 11 წლის გოგომ და მისმა დედამ ფეხები დაკარგეს

12 მაისი, 2022 • 4527
კრამატორსკის დაბომბვისას 11 წლის გოგომ და მისმა დედამ ფეხები დაკარგეს

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრამატორსკის სადგურის დაბომბვის შედეგად 11 წლის გოგომ და დედამისმა ფეხები დაკარგეს: გოგონამ — ორივე, ქალმა კი — ცალი კიდური.

ოჯახი ნოვგოროდში, დონეცკის რეგიონში ცხოვრობდა. ბავშვების მამა გარდაცვლილია, მამინაცვალი ომში წავიდა.

აპრილის დასაწყისში დედამ, ნატალიამ გადაწყვიტა, შვილები დაბომბვებს გაერიდებინა და კრამატორსკის სადგურზე მივიდა. მატარებლის მოლოდინში 11 წლის იანამ ჩაი მოითხოვა, რომელსაც ბაქანზე მოხალისეები ამზადებნენ. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა დედა და გოგონა ბაქანზე გავიდნენ. როცა თვალი გაახილა, ყველაფერი სისხლით იყო დაფარული. ნახა, რომ ქალიშვილს ფეხები არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ადგომა ვერ შეხლო, მიხვდა, რომ თვითონაც ცალი კიდურის გარეშე დარჩა. ნატალია ამბობს, რომ ჩაიზე წასვლის გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ვერ პატიობს საკუთარ თავს. აფეთქებას გადაურჩა მისი მეორე შვილი, იანას ტყუპისცალი იაროსლავი, რომელიც ნივთების სადარაჯოდ სადგურის შენობის შიგნით დარჩა. ახლა ის საავადმყოფოში დედას და დას უვლის.

ოჯახის ისტორიას და ფოტოებს ქალაქ ლვოვის საავადმყოფო ავრცელებს, სადაც ისინი მკურნალობენ. უახლოეს პერიოდში ისინი პროთეზირებისა და რეაბილიტაციისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი