ახალი ამბები

ესპანეთში ქალებს შესაძლოა 5 დღემდე მენსტრუალური შვებულება მისცენ

12 მაისი, 2022 • 2367
ესპანეთში ქალებს შესაძლოა 5 დღემდე მენსტრუალური შვებულება მისცენ

ესპანეთის მთავრობა ამზადებს კანონს, რომელიც ახალგაზრდებისთვის აბორტზე მშობლის თანხმობის აუცილებლობას აუქმებს და ასევე, დასაქმებულ ქალებს მენსტრუაციის გამო ყოველთვიურად 5 დღემდე შვებულების უფლებას აძლევს

ცვლილებების შესახებ The Guardian წერს. 

კანონი ძალაში შემდეგ კვირას უნდა შევიდეს და მისი მიზანია, რომ ესპანეთის ყველა მოქალაქეს წვდომა ჰქონდეს უსაფრთხო აბორტზე, ხოლო მენსტრუაცია აღქმული იყოს, როგორც მნიშვნელოვანი ჯანდაცვის საკითხი.

ესპანეთში დღეს არსებული რეგულაციებით, 16 და 17 წლის გოგოებს მშობლის ნებართვა სჭირდებათ აბორტის გასაკეთებლად. რაც შეეხება კანონპროექტის სხვა ნაწილს – ძალაში შესვლის შემდეგ, ცვლილება გააუქმებს დღგ-ს გადასახადს მენსტრუალურ პროდუქტებზე, რაც მათ გააიაფებს, ხოლო ქალებს, ვინც მტკივნეულ მენსტრუაციას განიცდის – 5 დღემდე შვებულების აღება შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი