ახალი ამბები

უკრაინა რუსეთს აზოვსტალში დაჭრილების სამხედრო ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

11 მაისი, 2022 • 1253
უკრაინა რუსეთს აზოვსტალში დაჭრილების სამხედრო ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

უკრაინა რუსეთს აზოვსტალში ჩარჩენილი დაჭრილების სამხედრო ტყვეებში გაცვლას სთავაზობს, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი წერს.

„ამ დროისთვის აზოვსტალის განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელია. აზოვსტალის დამცველებს დანებება არ სურთ. ეს პატივისცემას იმსახურებს. რუსები მათ გაყვანაზე არ თანხმდებიან. ეს რეალობაა, მაგრამ რუსებისგან გასაკვირი არ არის. რა არის გასაკეთებელი? მთავრობა სხვადასხვა ვარიანტს ამუშავებს. არცერთი მათგანი არ არის სრულყოფილი. მაგრამ ჩვენ ვეძებთ არა იდეალურ, არამედ მუშა ვარიანტს. როგორც პირველი ნაბიჯი, რუსებს შევთავაზეთ ასეთი გაცვლა: მძიმედ დაშავებულ ბიჭებს აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოვიყვანთ. ამის ნაცვლად ჩვენ ვაძლევთ რუს ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესებით. ჯერ შეთანხმება არ არის. მოლაპარაკებები გრძელდება“, — წერს ვერეშჩუკი.

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში კვლავ რჩებიან დაჭრილი და დაშავებული სამხედროები. ფოტოებზე, რომლებიც აზოვის პოლკის Telegram გვერდზე გავრცელდა, ჩანს, რომ რუსეთის მიერ ალყაში მოქცეულ ქარხანაში დაჭრილები და დაშავებულები არიან, მათ ნაწილს კი კიდურები აქვს დაკარგული.

ფოტოებთან ერთად Telegram-ზე გავრცელდა პოსტიც, სადაც აღწერილია, რომ აზოვსტალში საბრძოლველად დარჩენილი და დაჭრილი სამხედროები ანტისანიტარიულ პირობებში არიან, არ აქვთ არც საჭირო მედიკამენტები და არც საკმარისი საკვები.

ღია ჭრილობებით, საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე – რა ხდება აზოვსტალის ქარხანაში [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი