ახალი ამბები

ბილ გეითსს კორონავირუსი დაუდასტურდა

11 მაისი, 2022 • 831
ბილ გეითსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამერიკელ მილიარდერსა და Microsoft-ის დამფუძნებელს, ბილ გეითსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

გეითსსის თქმით, კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს.

„გამიმართლა, რომ ვაქცინირებული ვარ და ბუსტერ დოზა გაკეთებული მაქვს. წვდომა  მაქვს ტესტებსა და სამედიცინო დახმარებაზე“, – წერს გეითსი ტვიტერზე და დასძენს, რომ პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს, რათა პანდემიასთან გამკლავება აღარავის მოუწიოს.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ბილ გეითსი კონსპირაციული თეორიების მიმდევართა მთავარი სამიზნე გახდა.  კონსპიროლოგები ამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელებას უკან ბილ გეითსი დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, ბილ გეითსის ფონდმა 1,75 მილიარდი დოლარი შესწირა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და COVID-19 ვაქცინების შემუშავებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი