ახალი ამბები

EU-მ შესაძლოა უნგრეთს რუსულ ნავთობზე უარის სანაცვლოდ კომპენსაცია შესთავაზოს – Politico

11 მაისი, 2022 •
EU-მ შესაძლოა უნგრეთს რუსულ ნავთობზე უარის სანაცვლოდ კომპენსაცია შესთავაზოს – Politico

გამოცემა Politico-ს თანახმად, ევროკავშირის ოფიციალური პირები უნგრეთისთვის კომპენსაციის შეთავაზებას აპირებენ რუსულ ნავთობზე უარის თქმის სანაცვლოდ.

Politico სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა უნგრეთს კომპენსაცია შესთავაზონ ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მე-6 ტალღის სანქციების დაწესების შესახებ წინადადება 4 მაისს წარადგინა, თუმცა ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ეწინააღმდეგება უნგრეთი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ეს უნგრეთის ეკონომიკისთვის ბირთვული ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება.

მოლაპარაკებები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ვიქტორ ორბანს შორის ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა.

ევროკავშირი აპირებს რომ რუსულ ნავთობზე უარი წლის ბოლომდე თქვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი