ახალი ამბები

ფინური კომპანია ევროპაში ტვირთებს ჩინეთიდან საქართველოს გავლით გაიტანს

10 მაისი, 2022 • 1123
ფინური კომპანია ევროპაში ტვირთებს ჩინეთიდან საქართველოს გავლით გაიტანს

ფინური კომპანია Nurminen Logistics ჩინეთიდან ტვირთებს საქართველოს გავლით გაიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

Nurminen Logistics-ის თქმით, სარკინიგზო მარშრუტში, რომლის მიზანიც ჩინეთიდან ტვირთების ცენტრალურ ევროპაში გატანაა, ჩართული არიან ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი. პირველი ტვირთი ახალი მარშრუტის გავლით ჩინეთიდან დღეს, 10 მაისს გამოიგზავნა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი მარშრუტი ორ თვეში ყაზახეთის რკინიგზის დახმარებით შექმნეს. მათი განცხადებით, ტრანსკასპიის მარშრუტი, რომელიც სარკინიგზო და საზღვაო გზებს აერთიანებს, წარმატებით პასუხობს თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის საჭიროებას, რომელიც ეფექტურია დროში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალ მარშრუტზე დიდი მოთხოვნა არსებობდა და შემდეგი მატარებელი, რომელიც 25 მაისს უნდა დაიძრას, თითქმის უკვე სავსეა ტვირთით. ივნისიდან კი იგეგმება ყოველკვირეული რეისები.

მასალების გადაბეჭდვის წესი