საზოგადოება

თბილისში, რკინიგზაზე ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა

3 სექტემბერი, 2024 •
თბილისში, რკინიგზაზე ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა

სარკინიგზო ლიანდაგზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი პირია გარდაცვლილი. ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი 3 სექტემბერს, სავარაუდოდ, სამუშაო პლატფორმას დაეჯახა.

მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა. გარდაცვლილები რკინიგზის თანამშრომლები არიან, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

13:10 საათიდან მატარებელი ავარიულად არის გაჩერებული და მგზავრებს გარეთ გამოსვლის საშუალება ჯერ არ აქვთ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი თბილისში უკვე შემოსული იყო, დაახლოებით დიდუბის ტერიტორიაზე.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც მატარებელში მყოფი მგზავრები გვეუბნებიან, მათ დაჰპირდნენ, რომ დაახლოებით ნახევარ საათში ვაგონების დატოვების საშუალება მიეცემათ.

ნეტგაზეთი შემთხვევის შესახებ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი