ახალი ამბები

თქვენი საქმე შვილების გაჩენაა, ომს მივხედავთ – ლუკაშენკოს სექსისტური მიმართვა ქალ ჟურნალისტს

9 მაისი, 2022 • 1333
თქვენი საქმე შვილების გაჩენაა, ომს მივხედავთ – ლუკაშენკოს სექსისტური მიმართვა ქალ ჟურნალისტს

ომის შესახებ ქალი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას შეუძლია ამაზე არ ინერვიულოს, რადგან – „თქვენი საქმე ბავშვების გაჩენა და გაზრდაა“. ეს სექსისტური განცხადება ლუკაშენკომ 9 მაისის აღლუმზე გააკეთა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს დღეს ქალმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს პოლონეთი ბელარუსთან ომს აპირებს. ლუკაშენკომ მას უპასუხა: „განა, ასეთებისთვის არ გადაგვიტეხია რქები?!“ შემდეგ კი ისაუბრა რუსეთთან კავშირის შესახებ.

ასევე დასძინა, რომ ეს ცნობები უბრალოდ პიარის ნაწილია, ბელარუსზე კი თქვა – „შეუძლებელია იმ ხალხის დამარცხება, რომელიც საკუთარი მიწისთვის, ოჯახისთვის, შვილებისთვის იბრძვის“.

„არავის სჭირდება ომი, უპირველესად- სამხედროებს. არ ინერვიულო, თქვენი საქმეა ბავშვების გაჩენა და გაზრდა, მორჩა. ყველაფერ დანარჩენს ჩვენ მივხედავთ“, – აცხადებს ის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი