ახალი ამბები

ტყუილია, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება – ბრეგაძე

9 მაისი, 2022 •
ტყუილია, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება – ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, სააკაშვილს საქართველოს ფარგლებს შიგნით მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანენ.

“მიხეილ სააკაშვილი არია 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო მომსახურება. თუკი იქნება საჭიროება, მას შესაძლოა მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში […]

ტყუილია, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ის გადაადგილდება დამოუკიდებლად”, — თქვა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტყებთან დღეს, 9 მაისს.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალური გზებით ჩამოვიდა 2021 წლის შემოდგომაზე, რის შემდეგაც დააპატიმრეს. მან შიმშილობა გამოაცხადა ციხეში, სადაც ექვსწლიან საპატიმრო სასჯელს იხდის.  ბოლო პერიოდში მისი ადვოკატები და ოჯახი აცხადებენ, რომ შიმშილობის შედეგად მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი